სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს აჭარის მთავრობა გაიღებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის მთავრობის გადაწყვეტლებით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის მიზნით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის საგანგებო თათბირზე მიიღეს.

აჭარის მთავრობის მეთაურის, ზურაბ პატარიძის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ობიქტური სიმართლე მალე დადგინდეს. მან გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მომხდარი ტრაგედია მუდამ დარჩება ქალაქის ისტორიაში.

„ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა