”ლეოგრანდის” მფლობელისგან განსხვავებით, იურისტი აცხადებს, რომ სასტუმრო 20 ივნისს 100 ლარით დააჯარიმეს

სასტუმრო ”ლეოგრანდის” იურისტის კახა წერეთელის განცხადებით, სასტუმრო მიმდინარე წლის 20 ივნისს 100 ლარით დაჯარიმდა.

"მენეჯმეტი გამოძიების დასრულებას ელოდება. სასტუმრო მიმდინარე წლის 20 ივნისს იყო დაჯარიმებული. საქმე ეხებოდა ცეცხლმაქრობებს. ეს მითითება შესრულდა, თუმცა სამწუხაროდ ეს ფაქტი მაინც მოხდა. კომპანია ოჯახებს გვერდში დაუდგება. კომუნიკაცია გვაქვს აჭარის მთავრობასთან", - განაცხადა კახა წერეთელმა.

როგორც ცნობილია, ჟურნალისტებს სასტუმროს მფლობელმა ეროლ ავგორენმა დღეს განუცხადა, რომ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმრო ”ლეოგრანდი” დაჯარიმებული არ ყოფილა.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს