გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ცვლილებების საკითხზე პრემიერ-მინისტრს შეხვედრის თხოვნით მიმართავენ.

როგორც ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ბევრი კითხვა და კრიტიკული მოსაზრება გაჩნდა.

„მიმდინარე წლის 13 ნოემბერს ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის დაგეგმილი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილების შესახებ, რის მიხედვითაც ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ასევე, დაგეგმილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციების გაერთიანება და ერთი სტრუქტურის – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩამოყალიბება. ზემოაღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაჩნდა ბევრი შეკითხვა და კრიტიკული მოსაზრება სამოქალაქო სექტორსა და პროფესიულ წრეებში. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები და სფეროს სპეციალისტები, მოგმართავთ თხოვნით, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, მოეწყოს შეხვედრა თქვენთან და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებთან დაგეგმილი ცვლილებების, მათი საჭიროებისა და ხარჯ-ეფექტიანობის განსახილველად. გამოვთქვამთ იმედს, რომ კონსტრუქციული დიალოგისა და კონსულტაციების რეჟიმში შესაძლებელი გახდება გარემოს დაცვის სპეციალისტების მიერ იდენტიფიცირებული მოსალოდნელი რისკებისა და ძვირადღირებული შეცდომების თავიდან აცილება, რაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა ცვლილებამ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ხათუნა გოგალაძე - GEO; ნინო ჩხობაძე - , „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო“; ნანა ჯანაშია- CENN; ირაკლი შავგულიძე- NACRES; მანანა ქოჩლაძე- „მწვანე ალტერნატივა“; გიორგი სანადირაძე- WWF; სერგი სოფაძე- ECOVISION; ნინო შარაშიძე; ნანა წიქვაძე- „კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი (მდგრადი კავკასია)“; მარიამ შოთაძე- WECA საქართველო; თამარ გუგუშვილი, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი; ეკატერინე კაკაბაძე, გარემოს დაცვისა და ბუნების კონსერვაციის ექსპერტი; ნინო გვაზავა, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი;

ეკატერინე ნაკაშიძე, გარემოსდაცვითი ექსპერტი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი