სოზარ სუბარის განცხადებით, სასტუმრო ”ლეოგრანდში” მომხდარზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან

ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებოდა, სადაც სასტურმო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მინისტრის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. სოზარ სუბარმა სასტუმროს თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებსა და რიგით მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც ტრაგედიის ღამეს სასტუმროში მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინეს.

„ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. მძიმე ამბავია. გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენს ვისი დანაშაული იყო და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება. ამავე დროს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც უამრავი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს. ესენი იყვნენ მაშველები, სასტუმროს თანამშრომლები თუ უბრალოდ რიგითი მოქალაქეები“, - განაცხადა სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს