„ლეოგრანდის“ მფლობელი ხანძრის შედეგად დაღუპული 11-ვე პირის ოჯახს ბოდიშს უხდის და მატერიალურ მხარდაჭერას სთავაზობს

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელი ეროლ ავგორენი სასტუმროში მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

სასტუმროს მფლობელი მაშველ-მეხანძრეებსა და თანამშრომლებს მადლობას უხდის და ამავდროულად თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ეროლ ავგორენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან ძნელია შევარჩიო სიტყვები, რომლებიც გამოხატავს ჩემს მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით. სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტის თითოეული წარმომადგენელი მზად ვართ მივიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა სრულად დადგინდეს ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. კომპანია მზადაა, გარდაცვლილთა ოჯახების თანხმობის შემთხვევაში, აღმოუჩინოს მათ მატერიალური მხარდაჭერა, იზრუნოს გარდაცვლილთა შვილების განათლებაზე თუ მათი ოჯახის წევრების დასაქმებაზე. გვესმის, ეს მათ ვერ აუნაზღაურებს ახლობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, თუმცა სხვა სახით თანადგომის გამოხატვა შეუძლებელია. ამ მწუხარების ჟამს, მადლობა გვინდა გადავუხადოთ სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფო სამსახურების თითოეულ თანამშრომელს და სასტუმროს პერსონალის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იხსნეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ტრაგედიის დროს მე თავად ვიმყოფებოდი სასტუმროში და ჩემი თვალით ვნახე მათი თავდადება. ვნახე ნამდვილი გმირობის მაგალითები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო განმარტება მიმდინარე წლის 27 ნოემბერს თურქულ პრესაში ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მე მხოლოდ გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ ძვირფასი წამები დაიკარგა, ვინაიდან მე-6 სართულზე მყოფი სტუმრების ნაწილი სავარაუდოდ გაემართა გასახდელისკენ. ერთი წამითაც არ მქონია აზრად ვინმესთვის, განსაკუთრებით კი გარდაცვლილი სტუმრებისათვის პასუხისმგებლობის გადაბრალება. ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა დატოვა ამგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება გამოძიება, 11-ვე ოჯახს ვუხდი ბოდიშს იმისათვის, რომ ჩვენთან მოსული სტუმრების სიცოცხლე ვერ შევინარჩუნეთ”,- ნათქვამია ეროლ ავგორენის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს