„მათე მოტორსის“ დამფუძნებელ გელა ბარკალაიას სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულ გელა ბარკალაიას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, „მათე მოტორსის“ დამფუძნებლის მიმართ მოსამართლემ განაჩენი დღეს გამოიტანა.

გელა ბარკალაიას ბრალად ედებოდა წამება, კერძოდ, პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება, იძულება და დასჯა, მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. მასვე ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მასვე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია