„ლეოგრანდის“ იურისტის ინფორმაციით, სასტუმროში ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტების მოწვევას უცხოეთიდან გეგმავენ

სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტის კახა წერეთლის ინფორმაციით, კომპანია სასტუმროში ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტების მოწვევას უცხოეთიდან გეგმავს. როგორც კახაბერ წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით თავს შეიკავებს დასახელებისგან თუ რომელი ქვეყნიდან მოიწვევენ ექსპერტებს.

წერეთლის თქმით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ქვეყნის გარეთ საექსპერტო დაწესებულებებს ვეძებთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რადგან სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამომწვევი მიზეზები დავადგინოთ. ქართულ გამოძიებას ცალსახად ვენდობით, თუმცა კომპანია ვალდებულია, რომ ეს გააკეთოს. ჯერჯერობით თავს შევიკავებ თუ რომელი ქვეყნიდან მოვიწვევთ ექსპერტებს. ექსპერტიზის მიერ მიღებულ დასკვნებს გამოძიებას წარვუდგენთ. გამოძიება გრძელდება და ამ დრომდე სასტუმროს თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. სასტუმროში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ისევ რჩებიან“,- აცხადებს წერეთელი.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 22 ადამიანს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა