ირაკლი კობახიძე - მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტუალური აღარ არის

მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტუალური აღარ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს და ამ მიმართულებით არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს.

“ექსტრადირების საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს და არც გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ეს ჩვენთვის სამართლებრივი საკითხია და სამართლებრივ ჭრილში განიხილება. ჩვენ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს