მიხეილ სააკაშვილი - თუ ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილობას გავაგრძელებ, ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შიმშილობას გააგრძელებს, თუკი ციხეში დააბრუნებენ.

„უნიანის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში, სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ არ სურს „ოლიგარქიული რეჟიმის ტყვე იყოს“.

„თუ მე ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილობას გავაგრძელებ. მე ყველას ვაჩვენე, როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იმუშაოს. ახლა კი ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს