მიხეილ სააკაშვილი ექსტრადირებაზე - თუ უკრაინელები გამოატანენ ჩემს თავს, ენაცვალოთ ჩემი თავი, მერე დაიწყება მაგათი თავდავიწყება

საქართველო მიყვარს სიცოცხლეზე მეტად, ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, სადაც ის გამოეხმაურა თბილისში, მის მხარდასაჭერ აქციაზე გამოსულ ხალხს და თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.

„ჩემი ცხოვრება, ჩემი გული, ყველაფერი არის თქვენთან და რა თქმა უნდა, საქართველო მიყვარს სიცოცხლეზე მიყვარს, ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში. ჩვენთანაც ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ სხდომაზე უკრაინის მთელი პოლიტიკური ლიდერები, ყველა მივიდა.

„გუშინ გამოვიდა მთელი კიევი. აქ არასდროს არავის გამო ამდენი ადამიანი ქუჩაში არ გამოსულა. გამოვიდნენ, რადგან ყველაფერი მობეზრდათ. გუშინ დადგნენ მაიდანზე, პირველად მაიდნის შემდეგ. ეს აღარ არის ხუმრობა, ეს არის დიდი ძალა. რამდენიმე ღამის შემდეგ ეს ხალხი იდგა ქუჩაში, სიცივეში. გარდა ამისა, როდესაც ჩემი თავი პირველად წაართვეს პოლიციას, ერთ-ერთმა ადამიანმა თავზე ბენზინი გადაისხა. სანთებელა აიღო და თავს იწვავდა. სხვებმაც საოცრებები ჩაატარეს. ძალიან მაგარი ხალხია. მინდა ვთქვა, რომ წარმოუდგენელად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამათი გმირობის, გამძლების, ერთიანობის გამო. გაუმარჯოს უკრაინას და საქართველოს. მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც საქართველოში ქუჩაში გამოვიდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი საქართველოში ექსტრადაცია, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ივანიშვილმა იკითხოს, თორემ მას ამის აღარ ეშინია“.

„თუ უკრაინელები გამოატანენ ჩემს თავს კი, მაგრამ თუ გამოატანენ, ენაცვალოთ ჩემი თავი, მერე დაიწყება მაგათი თავდავიწყება. აქ ისეთი გამოცდილება გვაქვს ჩვენ მიღებული, რომ „ვარდების რევოლუცია“ იქნება იმათთვის მოგონილი“, - განაცხადა სააკაშვილმა..

მიხეილ სააკაშვილის მიმართვას საქართველოში უკრაინის საელჩოსთან შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მხარდამჭერების მხრიდან ტაში და ოვაციები მოჰყვა. მხარდამჭერები უკრაინის სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანიდან პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში ადევნებენ თვალს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება