უკრაინის საელჩოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა

უკრაინის საელჩოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა. პარტიის ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან, სადაც უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებას გააკეთებენ.

როგორც პარტიის ლიდერები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის მზად არიან. კონკრეტულად, თუ რას მოიმოქმედებენ ისინი, კიევში მიმდინარე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაახმოვანებენ.

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები. ისინი სპეციალურად დამონტაჟებული მონიტორის მეშვეობით აკვირდებოდნენ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება