პროკურორი - რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია განახორციელონ

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია განხორციელდეს. ამის შესახებ პროკურორმა პეჩორსკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს.

„უსაფრთხოების სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ კურჩენკოს დანაშაულებრივი დოკუმენტირების ღონისძიების გატარებისას, რუსეთის სპეცსამსახურები იღებენ ზომებს, ისინი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით უკრაინაში, გავიდნენ სააკაშვილსა და დანგაძეზე, კურჩენკოსა და მათ შორის საუბრის დეტალების გასარკვევად. უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება გახდეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სააკაშვილისა და დანგაძის ლიკვიდაციის მცდელობა“, - განაცხადა პროკურორმა.

მან სასამართლოს მიმართა, სააკაშვილს შეეფარდოს სადღეღამისო შინაპატიმრობა ელექტროსამაჯურის ტარებით, მათ შორის ეჭვმიტანილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიით.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა