კოტე იოსელიანი - უკრაინაში სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება ისეთივე უსაფუძვლო და აბსურდულია, როგორც საქართველოში, როდესაც 7 პიჯაკს ედავებიან

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი კოტე იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში წარდგენილ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც იოსელიანმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, რთული სათქმელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინული სასამართლო სააკაშვილის მიმართ.

”რთული სათქმელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოროშენკო. იგი ზის და ფიქრობს, რა არის მისთვის მომგებიანი, რათა ისედაც ჩამოშლილი სიტუაციიდან რაც შეიძლება რბილად გამოვიდეს. ერთ-ერთი კორუმპირებული სასამართლოა უკრაინაში. კორუფციაშია ჩაფლული ბიუროკრატია და სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის. რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, ეს ბრალდება ისევე უსაფუძვლო და აბსურდულია, როგორც საქართველოში მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, როდესაც 7 პიჯაკს ედავებიან. უკრაინაში პოროშენკო, როგორც წარმატებული პოლიტიკოსი, დამთავრებულია. ახლა მიდის ნერვების თამაში თუ სადამდე ეყოფა ხალხს იმის მოთმინება, რომ არ მოხდეს ახალი მოედანი”, - განაცხადა იოსელიანმა.

უკრაინაში სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება ისეთივე უსაფუძვლო და აბსურდულია, როგორც საქართველოში, როდესაც 7 პიჯაკს ედავებიან - კოტე იოსელიანი

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება