მიხეილ სააკაშვილი - ვინაიდან უსაფრთხოების სამსახური მაინც მითვალთვალებს, შეუძლიათ დაცვა გამომიყონ, ან იზოლატორში ჩამკეტონ

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ მისი დაპატიმრებით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საჩუქარი გაუკეთა. ამის შესახებ სააკაშვილმა კიევის პეჩორსკის რაიონულ სასამართლოში განაცხადა.

„ეს არის რეალური მუშაობა მტერზე. ეს პირდაპირი საჩუქარია პუტინისთვის, რომელიც ვიღაცამ ბანკავოის ქუჩაზე გადაწყვიტა, რომ მისთვის გაეკეთებინა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთთან მის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე.

„პუტინი და პოროშენკო რატომღაც ძალიან გვანან, მაგრამ მე თუ „ეფ-ეს-ბეშნიკი“ ვარ, საჭიროა ამის სასამართლოზე დამტკიცება და მერე უკრაინულ მზვერავებზე უნდა გადამცვალოთ. პუტინი მზადაა ყველა უკრაინელში გადამცვალოს. ნუთუ ვერ ვხვდებით, ვის დაკვეთას ვასრულებთ? სააკაშვილი კიევის ციხეში? ვინც ამაში მონაწილეობს, „ეფ-ეს-ბეს“ აგენტია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, არ ეშინია, რომ რუსეთის რომელიმე აგენტმა ის შეიძლება მოკლას, მაგრამ აღნიშნა, რომ ”ვინაიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მას მაინც უთვალთვალებს, შეუძლიათ, დაცვა გამოუყონ, ან ჩაკეტონ იზოლატორში, სადაც ნამდვილად უსაფრთხოდ იქნება”.

სააკაშვილის განცხადებით, მზადაა სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილებსითვის, რადგან „ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადო“.

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია განხორციელდეს. ამის შესახებ პროკურორმა პეჩორსკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა