ირაკლი გოგავა - პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის შედგა შეთანხმება, სააკაშვილს განესაზღვრა მისი ტექნიკური ოპოზიციის როლი ტიმოშენკოს დასასუსტებლად

ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის თუ გადაყენების შემდეგ, პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შედგა შეთანხმება, სააკაშვილს განესაზღვრა პოროშენკოს ტექნიკური ოპოზიციის როლი ტიმოშენკოს დასასუსტებლად, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” უკრაინაში მყოფმა, ორგანიზაცია ”საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, უკრაინის პროკურატურის მხრიდან სააკაშვილის მიმართ მასალების გამოქვეყნებამ თავად პოროშენკოც რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

”ცალსახად, ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის თუ გადაყენების შემდეგ შედგა შეთანხმება პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის და სააკაშვილს განესაზღვრა პოროშენკოს ტექნიკური ოპოზიციის როლი. ამის მიზეზი არის, რომ უმთავრესი მეტოქისთვის, იულია ტიმოშენკოსთვის წაერთმიათ 3-დან 4%-მდე ხმა და არ მომხდარიყო ახალი პოლიტიკური ძალების გაძლიერება. იმ მასალების გამოქვეყნებით, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა, პოროშენკოსაც შეექმნა პრობლემები. რასაც სააკაშვილს ბრალად უყენებენ, არის სააკაშვილის მხრიდან რუსეთისგან ფულის აღება. კურჩენკომ, რომელიც იანუკოვიჩის კარის მოლარე იყო, თქვა ნამდვილად, რომ არ იცნობს სააკაშვილს, სააკაშვილმაც თქვა, რომ არ უსაუბრია მასთან, თუმცა ფაქტია, რომ პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალები. ყველაფერს დაადგენს გამოძიება”, - განაცხადა გოგავამ.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდება, ამ შემთხვევაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ”ვერავინ უშველის”.

”თუ დამტკიცდა ნამდვილად რუსეთიდან სააკაშვილის მიერ თანხების წამოღება, ამ შემთხვევაში ვერც პოროშენკო უშველის, ვერც მაკკეინი, ვერც სარიუშ ვოლსკი და ვერც სხვები. ამ საკითხზე თვითონ სააკაშვილის გარემოცვიდანაც დაისვა კითხვები უკრაინელი პოლიტიკოსებისგან”, - აღნიშნა გოგავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება