უკრაინის  სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს.

აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგლომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ბოლო სამი დღის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.

თავდაპირვლად ზოგიერთი მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიესაჯა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება