ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ვალდებული არაა დაკითხვაზე გამოცხადდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვალდებული არაა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდეს, ვინაიდან უწყება სააკაშვილს არ მისვლია, ხოლო პროკურატურის საიტზე გამოქვეყნებული უწყება მას არ ეხება, - ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

„ჩვენი აზრით, ეს არასწორად მოწოდებული საპროცესო დოკუმენტია, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გენერალური პროკურატურის საიტის საშუალებით უწყების გადაცემის მეთოდი არ არსებობს“, - განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარე მზად არის უწყება ჩაიბაროს, მაგრამ ის „კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს მიწოდებული“.

„ის ინფორმაცია, რომელიც გენერალური პროკურატურის საიტზეა მოცემული, საერთოდ არ შეესაბამება იმ მუხლებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეშია მოცემული. მიხეილ სააკაშვილთან ამ დოკუმენტს კავშირი არ აქვს. ამიტომ ლოგიკური არაა ახლა იმაზე საუბარი, მივა თუ არა სააკაშვილი დაკითხვაზე“, - აღნიშნა ჩერნოლუცკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა