კამპანიის „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში, რუსთავის #28 სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებულმა ვიდეორგოლმა გაიმარჯვა

საქართველოს პროკურატურის პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ კამპანიის – „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, ჩატარებულ ვიდეორგოლების კონკურსში, რუსთავის #28 საჯარო სკოლის უფროსკლასელების მიერ გადაღებულმა ვიდეორგოლმა გაიმარჯვა. გამარჯვებული ვიდეორგოლის ავტორებს, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე გოჩა ლორია შეხვდნენ.

ირაკლი ტაბაღუამ კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს წარმატება მიულოცა. რუსთავის მერმა და მერის მოადგილემ, #28 საჯარო სკოლის დირექტორსა და მოსწავლეებს, სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბავშვებს ამ საკმაოდ აქტუალური თემის სწორად დანახვისა და ვიდეორგოლის მომზადებისათვის. ისინი არ აპირებენ ამ კონკურსზე მიღწეულ შედეგზე გაჩერებას, ქმნიან ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც გარკვეული ასაკის სკოლის მოსწავლეებთან გაატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს, იმისათვის, რომ ჩვენს გარშემო, რაც შეიძლება ნაკლები ძალადობის ფაქტები იყოს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ვიდეორგოლების კონკურსი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს ჩატარდა. რუსთავში საკონკურსო შესარჩევი ტური გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა, წარდგენილი იყო 18 სოციალური კლიპი. შესარჩევ ტურში სპეციალურმა ჟიურიმ სამი საუკეთესო ვიდეორგოლი გამოავლინა, პირველი ადგილი რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის, მეორე ადგილი მე-3 საჯარო სკოლის, ხოლო მესამე ადგილი მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. რუსთავის #28-ე საჯარო სკოლის მოსწავლეება კი აღნიშნული კონკურსი საქართველოს მასშტაბითაც მოიგეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

„საზოგადოებრივი პროკურატურის“ კამპანია – „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“, ოჯახური ძალადობის პრევენციას და ამ კუთხით საზოგადოების გააქტიურებას ისახავს მიზნად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა