დავით ჭიჭინაძე - გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს

უნდა გავითვალისწინოთ სარეკლამო ბაზარზე კონკურენციის საკითხი და არ უნდა იყოს რომელიმე ტელევიზიის ხელოვნურად ლობირება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანასების პრინციპი მიბმულია მშპ-სთან, რაც იმას გულისხმობს, რომ ტელევიზიას ჰქონდეს დაფინანსების დამოუკიდებელი წყარო და არ იყოს მთავრობასა და პარლამენტზე დამოკიდებული. შემოდის ამის საპირისპირო - კომერციული რეკლამით დაფინანსება. რეკლამას ანთავსებენ ადამიანები მაშინ, როდესაც თავიანთი პროდუქტის ბაზარზე წინ წაწევა, შეფუთვა სურთ. ფულს ვინც უხდის, ის უკვეთავს იმ პროგრამას, რომელზეც ტელევიზიამ უნდა იმუშაოს. ეს ნაწილი მთლიანად ეწინააღმდეგება პრინციპს, რომელიც ნაგულიხმებია მშპ-ს პრინციპთან მიმართებით”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა