ვლადიმერ პუტინი - ტრამპის გარემოცვასთან რუსების კავშირების შესახებ ინფორმაცია ტრამპის ოპონენტებმა გამოიგონეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დონალდ ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კონტაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტის ოპონენტების მიერ არის გამოგონილი. ამის შესახებ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის თხოვნაზე, შეეფასებინა დონალდ ტრამპის საქმიანობა, პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის საქმიანობა მან კი არა, ამერიკელმა ხალხმა უნდა შეაფასოს, „მაგრამ ინვესტორები აშშ-ს ენდობიან, ეს კი ტრამპზე დადებითად მეტყველებს“.

„ყველასთვის ცნობილი შეზღუდვების გამო ტრამპს არ შეუძლია რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ტრამპმა რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. იმედია, მას რუსეთთან ეს სურვილი ჯერ არ გაუქრა“, - აღნიშნა პუტინმა.

კითხვაზე, თუ რატომ ეთმობა ამხელა ყურადღება ტრამპის გარემოცვის რუსებთან კავშირს, პუტინმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ტრამპის ოპონენტებმა გამოიგონეს.

„ამბობენ, რომ ჩვენი ყოფილი ელჩი სერგეი კისლიაკი ვიღაცას ხვდებოდა. კი მაგრამ, ეს ხომ მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა? გინდათ, რომ ნებისმიერი კონტაქტები აიკრძალოს?“ - განაცხადა პუტინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა