ვლადიმერ პუტინი - თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში „მაიდნები“ მოხდება, ქუჩებში კი „სააკაშვილები“ ირბენენ

რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინს კითხვა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა დაუსვა.

სობჩაკის შეკითხვა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო არჩევნებზე მის დაუშვებლობას ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს საქმეები შეთითხნილად ცნო.

„მე ოპოზიციის შესახებ შეკითხვას უკვე ვუპასუხე. ოპოზიციას პოზიტიური ქმედებების ნათელი და გასაგები პროგრამა უნდა ჰქონდეს. აი, თქვენი ლოზუნგი არის „ყველას წინააღმდეგ“. ეს პოზიტიური ლოზუნგია? რას გვთავაზობთ? რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ პირს, ის სააკაშვილის რუსული ვარიანტია.

თუ ოპოზიციას პროგრამა არ აქვს და ის ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში „მაიდნები“ მოხდება, ქუჩებში კი „სააკაშვილები“ ირბენენ“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მოსახლეობას მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება არ სურს და არ დაუშვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა