1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5597 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5597 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5772 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0175 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0256 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0282 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები დღეს შევა ძალაში.