„მედიის ადვოკატირებისათვის“ კახა ბექაურს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსადმი“ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსადმი“ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 12 დეკემბერს სპეციალური განცხადებით უპასუხა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშს, რომლის მიხედვით კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის / თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კომისიის განცხადებაში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოხსენიებულია როგორც ,,არაკვალიფიციური და ცრუ ინფორმაციის” გამავარცელებელი ორგანიზაცია.

თავად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ მედიასაშუალებებთან გაკეთებულ კომენტარში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოლიტიკურ მიკერძოებაზე ისაუბრა და ორგანიზაცია ,,პოლიტიკური დავალების შემსრულებლად” მოიხსენია.

მივიჩნევთ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ფაქტობრივი ინფორმაციის საპასუხოდ, შეუფერებელია დამოუკიდებელი და ნეიტრალური არბიტრისთვის, რომელსაც უმნიშნელოვანესი სფეროს, მედიისა და კომუნიკაციების რეგულირება აქვს მინდობილი.

ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სადავო კანონპროექტის მხარდამჭერი განცხადების შემთხვევაში, საინტერესოა კომისიის მიერ საჯარო განცხადებების მიღების პროცედურა. მიუხედავად განმარტების მოთხოვნისა, კოალიციისთვის დღემდე უცნობია, აღნიშნული განცხადების ავტორი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე იყო, თუ კომისიის ყველა წევრი”, - ნათქვამია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი