ირაკლი აბესაძე - დავით ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს არის მისთვის პოლიტიკური ჯილდო

დავით ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს არის მისთვის პოლიტიკური ჯილდო, - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს დღეს, თბილისის საკრებულოში განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მიერ დავით ნარმანიას სემეკის წევრად წარდგენასთან დაკავშირებით.

„ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად მორიგი ნათელი მაგალითია, თუ როგორი პოლიტიკური ნეპოტიზმით არის დაკავებული ხელისუფლება. სემეკი თითქოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა და კარგად ვხედავთ, რომ ნარმანიასთვის ეს არის პოლიტიკური ჯილდო მერობის დროს გატარებული პერიოდისათვის. ივანიშვილის თუ „ქართული ოცნების“ არაერთი პოლიტიკური დავალება იქნა შესრულებული ნარმანიას მიერ. სემეკი არის ორგანო, რომელიც არეგულირებს დარგს, რომელიც ისედაც მძიმე დღეშია, დენის თუ გაზის ტარიფების გაძვირების საშიშროების წინაშე ვდგავართ და ასეთი არაპროფესიონალი კადრის წარდგენა სემეკის წევრად არაფერია გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური ჯილდო მისთვის“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა