მეუფე შიო - თამამად შეიძლება ითქვას, რომ თსუ იყო სულიერი ღირებულების გადარჩენის კერა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი იყო სულიერი ღირებულების გადარჩენის კერა,- ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ თსუ-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მეუფე შიომ შეკრებილ საზოგადოებას პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

"გილოცავთ ყველას უდიდეს დღეს. უნივერსიტეტის დაარსება იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში. აქ ითქვა, რომ ეს იყო განათლების და კულტურის კერა, მაგრამ მე მგონი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასევე ეს იყო სულიერი ღირებულების გადარჩენის კერაც, რამეთუ მიუხედავად ათეისტური პერიოდისა, რომელიც გამოიარა უნივერსიტეტმა, პროფესურამ და სტუდენტობამ, ეს იყო კერა ჩვენი სულიერების გადარჩენისა. მრავალი დიდი სასულიერო თუ საერო მოღვაწე აღიზარდა უნივერსიტეტში და ეს გახდა საწინდარი შემდგომში ეკლესიის აღორძინებისა", - აღნიშნა მეუფე შიომ და უნივერსიტეტი დალოცა.

დღეს თსუ-ში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიება გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა