ვარკეთილის მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ვარკეთილის მესამე მასივში, რამდენიმე მისამართზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვარკეთილის ზედა პლატოს #5-ში საყრდენი კედელი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე, წყალარინების ქსელიც შეიცვალა. ამ ეტაპზე კი საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

წყალარინების ქსელი ვარკეთილის მესამე მასივის, X კვარტლის, 23-ე კორპუსშიც შეიცვალა. უახლოეს პერიოდში კი სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს განახორციელებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯავახეთის ქ. # 23-შიც მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასმელი წყლის მილი გადაიტანა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა