სანქტ-პეტერბურგში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ტერორისტული დაჯგუფების 7 წევრი დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ტერორისტული დაჯგუფების 7 წევრი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს საზოგადოებრივი კავშირების ცენტრი იუწყება.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად უშიშროების ფედერალურმა ბიურომ სანქტ-პეტერბურგში გამოავლინა და აღკვეთა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა დაჯგუფების კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. დაჯგუფების მართვა საზღვარგარეთიდან ინტერნეტ-მესენჯერის Telegram-ის საშუალებით ხორციელდებოდა“, - განაცხადეს უშიშროების ფედერალურ ბიუროში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირები 16 დეკემბერს თვითმკვლელი ტერორისტის მონაწილეობით ერთ-ერთ საკულტო დაწესებულებაში ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი