კახა კალაძე ოპოზიციას - გააკეთეთ საქმე ლაპარაკის ნაცვლად, წაადგება დედაქალაქს

ზურგით არ ვუდგები აზრიან და საფუძვლიან კრიტიკას და მოგმართავთ ოპოზიციას, რომ ზურგით ნურც თქვენ დაუდგებით რეალობას, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ოპოზიციას აქვს სურვილი თბილისის განვითარების, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი უნდა დაუჭიროს.

„ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს არც პარტიული კუთვნილების და არც პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, როგორც ეს ხდებოდა წარსულში.

მართლაც გვაქვს ამბიცია, რომ თითქმის სამი ათული წლის მანძილზე გამჯდარი დაშორიშორების, მიკერძოების და გახლეჩილობის მახინჯი პოლიტიკური ტენდენციები ძვირფესვიანად აღმოიფხვრას.

მე მჭირდება ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მუშაობისას და ზურგით არ ვუდგები აზრიან და საფუძვლიან კრიტიკას. მოგმართავთ აქ წარმოდგენილ ოპოზიციას - ნურც თქვენ დაუდგებით ზურგით რეალობას, იფიქრეთ არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე თქვენივე მომხრეების თვალში, არამედ თბილისის სასიკეთო საქმეებზე, სადაც პირველ რიგში ადამიანები, მოქალაქეები ცხოვრობენ.

თქვენ სიცოცხლით სავსე ქალაქი კი არ უნდა გწყინდეთ და გაბრაზებდეთ, თუ მართლა გაღელვებთ თბილისის ბედი, არამედ უნდა ითხოვდეთ ამ ჩანაფიქრის რეალიზებას და მასში მონაწილეობას.

დღეს დედაქალაქი ისეთ მდგომარეობაშია, საქმე ყველას ეყოფა. ვინმე კარებს რომ გიკეტავდეთ, ფანჯრიდან უნდა შედიოდეთ, თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვთ, არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მიიღოთ მონაწილეობა? კი ბატონო - საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით - ეგეც წაადგება დედაქალაქს.

შეგახსენებთ, ჩემს გუნდს ურთულესი ამოცანა უდგას წინ, რომელსაც აქვს ორი გზა: პირველი კვლავ გარდამავალი პერიოდის ფორმატში, ეპიზოდური, სამეურნეო პრობლემები გადაუწყიტოს მოსახლეობას, მაგრამ ვირჩევთ მეორე გზას- ძირეული ცვლილებების ფონზე მისცეს დასაბამი დედაქალაქში წესრიგის დამყარებას.

და მაინც, ყველა პრობლემის გადაწყვეტა იწყება განწყობიდან. ჩვენ პირველ რიგში უნდა შევძლოთ, ვირწმუნოთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობის; გამოვიმუშაოთ რწმენა, რომ ყველაფერს შევძლებთ, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომ ეს ქალაქი აუცილებლად იქნება - შესაძლებლობით, ენერგიით, თანაგრძნობით, სიკეთით, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე ქალაქი!"- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა