უახლოეს პერიოდში კოსოვო ევროპის საბჭოს წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს

კოსოვო მიმდინარე წლის დეკემბერში ან 2018 წლის იანვარში ევროპის საბჭოს წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ვიცე-პრემიერმა ენვერ ხოჯაიმ განაცხადა.

„თუ განაცხადს ახლა შევიტანთ, ევროპის საბჭოს წევრობა შესაძლოა უახლოეს 2 წელიწადში მივიღოთ, ვინაიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნები ამ დროის განმავლობაში ოთხი ისეთი სახელმწიფო იქნება, რომლებსაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული“, - განაცხადა ენვერ ხოჯაიმ.

მისი თქმით, ევროკავშირის შემდეგ ევროპის საბჭო კონტინენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, კოსოვო კი რეგიონში ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი „სახელმწიფოა“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს