ვილნიუსის მერი - თბილისის მერს პრაქტიკულ რჩევას მივცემდი, რომ ქალაქში იყოს უფრო მეტი საბავშვო ბაღი, კარგად მოწყობილი საჯარო ადგილები და გამართული სატრანსპორტო სისტემა

იმისთვის, რომ იყო ევროპული ქალაქის მერი, პირველ რიგში, საჭიროა, მოსახლეობას ჰკითხო თუ რა სურთ მათ, - ამის შესახებ ქალაქ ვილნიუსის მერმა რემიგიუს შიმაშიუსმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, თუ რას ურჩევდა ის ქალაქ თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე ახლახან აირჩიეს.

„ზოგადად ქალაქისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ის საერთაშორისო იყოს. ამიტომაც, მთავარი კითხვაა, თუ როგორ ვაქციოთ ქალაქი უფრო მეგობრულად და კომფორტულად ახალჩამოსულებისთვის“, - განაცხადა ვილნიუსის მერმა.

მისი თქმით, ქალაქის ცხოვრებაში საჭიროა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

”მე ვცდილობ ახალი ტექნოლოგიები დავნერგო ქალაქში. საამისოდ ვიწვევ საერთაშორისო ექსპერტებს, კომპანიებს. ამიტომაც, ვილნიუსი აღიარებულია, როგორც კეთილგანწყობილი ქალაქი და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ უფრო კეთილგანწყობილი ვიყოთ ვილნიუსის სტუმრებისთვის და ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა რემიგიუს შიმაშიუსმა.

ვილნიუსის მერმა ასევე აღნიშნა ის სფეროები, რომელსაც თბილისის მერმა განსაკურებული ყურადღება უნდა დაუთმოს.

„თბილისის მერს პრაქტიკულ რჩევას მივცემდი, ყურადღება მიაქციოს იმას, რომ ქალაქში იყოს უფრო მეტი საბავშვო ბაღი, უფრო მეტი კარგად მოწყობილი საჯარო ადგილები და გამართული სატრანსპორტო სისტემა. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რათა ქალაქი უფრო უკეთესი იყოს. კიდევ დავამატებდი ერთ პუნქტს, რომ ქალაქი ასევე კეთილგანწყობილი და მეგობრული უნდა იყოს უცხოელებისთვის“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა