ირაკლი კობახიძე - საშემოდგომო სესიის მთავარი მიღწევა არის საკონსტიტუციო ცვლილებები

საშემოდგომო სესიის მთავარი მიღწევა არის საკონსტიტუციო ცვლილებები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის შეჯამებისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, წარმატებული წლის მთავარი მიღწევა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული წელი. მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ სამი მოსმენით. ჩვენ ამის შედეგად მივიღეთ ევროპული ტიპის, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი კონსტიტუცია, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენთვის, ძალიან დიდი მიღწევა ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ავტოკრატია. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა კონსტიტუციებმა საქართველოს მოუტანა ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები. ამის პრევენციას ემსახურება სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები და სწორედ ამის პრევენციას ძალიან მყარად უზრუნველყოფს ჩვენს მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი