მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება

ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება და უმრავლესობა გადახალისებული შემადგენლობით საგაზაფხულო სესიაზე წარსდგება.

"უმრავლესობის შიგნით იქმნება ორი ახალი ფრაქცია, ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე წარვსდგებით ახალი, გადახალისებული შემადგენლობით, ამაში ვგულისხმობ გადაჯგუფებას უკეთესი კოორდინაციისთვის, უკეთესი მენეჯმენტისათვის. ვფიქრობთ, რომ ამ გადაჯგუფების მთავარი მიზანი იქნება კარგი მენეჯმენტი. მართალია, რომ ერთი დიდი, 86- წევრიანი და 6 - წევრიანი პატარა ფრაქციები არ არის საუკეთესო მენეჯმენტის საფუძველი, რა თქმა უნდა, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია "ქართული ოცნება" და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია. ამ ფრაქციებს შორის ამ ჩაშლის ერთ-ერთი ინიციატორი პირადად მე გახლდით, იქედან გამომდინარე, რომ 86 - წევრიანი ერთი ფრაქცია და რამდენიმე 6- წევრიანი ფრაქცია მენეჯმენტის საუკეთესო წყარო არ შეიძლება იყოს" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა