მიხეილ სააკაშვილი - თავის დროზე პოროშენკომ სამჯერ შემომთავაზა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მაგრამ უარი განვუცხადე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავად გამოთქვა სურვილი ოდესის ოლქის გუბერნატორობის შესახებ.

„არავის სურდა იქ წასვლა, ვინაიდან ძალიან რთული სიტუაცია იყო. რუსეთი შეტევაზე გადმოდიოდა. ტერაქტებს ჰქონდა ადგილი. ძალიან არამდგრადი სიტუაცია იყო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა სურდა, თუმცა პეტრო პოროშენკომ მას ამაზე უარი განუცხადა.

„თავის დროზე, ორჯერ ან სამჯერ შემომთავაზა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მაგრამ მე უარი განვუცხადე. არ ვიცი, გულწრფელად შემომთავაზა თუ იაცენუკის გაბრაზება სურდა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ პრემიერ-მინისტრად დამნიშნავდა. მას ვკითხე: „მექნება საშუალება ნორმალური მინისტრები დავნიშნო?“, რაზეც მიპასუხა: „არა, უბრალოდ პრემიერი იქნები“. რა თქმა უნდა, ამაში მონაწილეობის მიღება არ მსურდა“, - დასძინა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა