ოზურგეთში სიმღერისა და გალობის ახალი მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა დაწყებულია. ახალ მუზეუმში ყველა პირობა იქნება შექმნილი ძველი სიმღერების, ფონოგრამებისა და საგალობლების დაცვისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

ახალ მუზეუმის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. აქ შესაძლებელი იქნება სიმღერების ჩაწერა და დაარქივება, მოხდება ძველი ხალხური საგალობლებისა დაარქივება. ასევე, შესაძლებელი იქნება ტურისტების და დაინტერესებული ადამიანების მიღება.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 350 000 ლარამდეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა