გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ ახალ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ უმრავლესობაში შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გოჩა ენუქიძემ განუცხადა, 18 დეკემბერს ბიუროს სხდომას წარედგინება ფრაქციის სრული შემადგენლობა და ასევე სახელწოდება.

„გიდასტრუბთ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, მე ვუხელმძღვანელებ მას და ძირითადად ამ ფრაქციაში მაჟორიტარები იქნებიან“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

იგი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში ფრაქციის შექმნის მიზეზად უფრო მეტ კოორდინაციას ასახელებს.

„ბევრი კომენტარი გაკეთდა და მეც იგივეს ვიტყვი, რომ უფრო მეტი კოორდინაცია, რომ იყოს ამიტომ იქმნება ფრაქცია. მიზეზი მეტი არაფერია. დიდი ხანია კონსულტაციები გრძელდებოდა და საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ამაში ახალი არაფერია და აბსოლუტურად არაფერს უკავშირდება, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ“, - განაცხადა ენუქიძემ.

როგორც ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება და უმრავლესობა გადახალისებული შემადგენლობით საგაზაფხულო სესიაზე წარსდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა