მიხეილ სააკაშვილი - სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ - პირუტყვივით თავს არ გავასკვანჩინებდი

სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ, ხელბორკილი დამადეს, მაგრამ მუხლებზე მაინც ვერ დამაყენეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა დაკავების წინა პერიოდზე და საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ასვლის დეტალებზე.

„დილის 07:00 საათზე მაღვიძებს კარზე ხმაური... 45 წუთი ამტრევდნენ კარს, ეს კარი საოცრად გამძლე აღმოჩნდა. ავიღე ტელეფონი დასარეკად, მაგრამ სიხშირე ჩახშობილი იყო და ვერ დავრეკე. რა გზა იყო, გავაღე ფანჯარა და გამოვედი სახურავზე. ძალიან სისველე იყო, სახურავიც დაქანებულია, მაგრამ გადავძვერი და გავედი სულ ბოლოში იმიტომ, რომ იქედან ჩანდა მაედანი და შემეძლო დამენახა ვინ მოდიოდა და რა ხდებოდა მაედანზე. გადასვლის დროს ერთადერთი წერილის გაგზავნა მოვახერხე დავით საყვარელიძესთან. შემდეგ უკვე სახურავზე სპეცრაზმიც ამოვიდა. მითხრეს გადმოვსულიყავი, უარი რომ მიიღეს, მითხრეს ჩვენ გადმოვალთო. ვუთხარი არ გირჩევთ, იმიტომ, რომ აქ იქნება შეტაკება და ყველანი გადავცვივდებით-თქო. ვეუბნებოდი, ფეხი არ გაენძრიათ, თორემ შეტაკება მოხდებოდა. 45 წუთის შემდეგ გადმოვიდნენ ჩემთან და ხელბორკილების დადება გადაწყვიტეს. ვუთხარი, რომ ხელბორკილებს არ დავადებინებდი, დაევიწყებინათ ეს. სახურავიდან გადახტომას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ თუ მოვიდოდნენ და შეტაკება მოხდებოდა, შეიძლებოდა ჩავვარდნილიყავით. პირუტყვივით თავს არ გავასკვანჩინებდი. სახურავზე გავედი იმიტომ, რომ მჭირდებოდა დრო, მე მოვიგე 2 საათი, რათა ხალხი მოსულიყო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის დაკავების შემდეგ სახლში ჩაიყვანეს, სადაც შხაპი მიიღო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო