ირაკლი კობახიძე - სპეკულაციები მოვისმინეთ, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი - უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება

მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმრავლესობაში დამატებითი ფრაქციების შექმნას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ უმრავლესობაში დამატებით ორი ფრაქციის შექმნის შესახებ კონსულტაციები ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს დაიწყო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული უმრავლესობაში მენეჯმენტის რაციონალიზაციას ემსახურება.

„ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია გითხრათ, დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყო ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს. ჩვენ ვსაუბრობდით ორი დამატებითი ფრაქციის შექმნაზე იმისათვის, რომ უფრო მარტივად განხორციელდეს მენეჯმენტი უმრავლესობის შიგნით. ეს ემსახურება მენეჯმენტის რაციონალიზაციას უმრავლესობაში და ამ მიზნით საუბარია დამატებით ფრაქციების შექმნაზე. მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი, ეს შემიძლია ძალიან თამამად გითხრათ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, ფრაქციები წლის ბოლომდე შეიქმნება.

„ამას არ სჭირდება პლენარული სხდომა, ესაჭიროება ბიუროს სხდომაზე დამტკიცება, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე შეიქმნება ორი დამატებითი ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობაში. კონსულტაციები, უკვე შემდგარია, მიღებული გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილება ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, შემადგენლობასთან, ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მიიღება უკვე საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს