გედევან ფოფხაძე - ფრაქციების შექმნის ამოცანა უმრავლესობის წევრთა ინდივიდუალური რესურსის მაქსიმალური რეალიზაციაა

ორი ახალი ფრაქციების შექმნის ამოცანა უმრავლესობის წევრთა ინდივიდუალური რესურსის მაქსიმალური რეალიზაციაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განცხადებით, კონსტიტუციური უმრავლესობის შემთხვევაში, აუცილებელია დეპუტატების მაქსიმალური მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში, რაც ორგანიზაციულ მოწყობას საჭიროებს და რომელსაც ფრაქციები უზრუნველყოფენ.

გედევან ფოფხაძის განცხადებითვე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადება რეალობას აცდენილია.

„ფრაქციების შექმნის ამოცანა უმრავლესობის წევრთა ინდივიდუალური რესურსის მაქსიმალური რეალიზაციაა. კონსტიტუციური უმრავლესობის შემთხვევაში, ყველა დეპუტატის მაქსიმალური მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში ორგანიზაციულ მოწყობას საჭიროებს. არანაირ მსგავს ფაქტორებს, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

დეპუტატის განცხადებითვე, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ უხელმძღვანელებს ორ ფრაქციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა