მსოფლიო პატრიარქი - ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წარსდგა

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ რაიმე დამარწმუნებელ მიზეზს, რატომ არ ჩამოვიდა 4 ეკლესია კრეტის კრებაზე, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წარსდგა, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა ბართლომე პირველმა ”იმედის კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, როდესაც კრეტის კრებაზე რამდენიმე ეკლესიის, მათ შორის საქართველოს ეკლესიის არდასწრების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა, კრეტის კრებას მრავალი წელი ამზადებდნენ და ამ პროცესში ჩართული იყო ყველა მართლმადიდებელი ეკლესია.

”გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება და ბოლო შეხვედრაზე ჟენევაში, 2016 წლის იანვარში დასრულდა მოსამზადებელი პერიოდი. ხელი მოვაწერეთ დიდი კრებისთვის მოსამზადებელ დოკუმენტებს , ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია და ყველამ ერთად შევარჩიეთ თარიღიც და ადგილიც. ერთი სიტყვით, 50-წლიანი სამზადისის შემდეგ ყველაფერი მზად იყო კრების ჩატარებისთვის. გაიარა თებერვალმა, მარტმა, აპრილმა, თითქმის მაისმა და ამ თვეების განმავლობაში არანაირი შეტყობინება არ მოსულა არც ერთი ეკლესიიდან. როდესაც ვემზადებოდით კრეტაზე გასამგზავრებლად, გამგზავრების წინ ოთხმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველომ უეცრად განაცხადეს, ჩვენ ვერ ჩამოვალთო. წარმოადგინეს სხვადასხვა არგუმენტი, რომლებიც არ იყო დამარწმუნებელი და მოითხოვეს კრების გადადება. მაგრამ ასე შეიძლება კრება კიდევ გადადებულიყო. ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა, 2016 წლის დასაწყისში, ვთქვით, რომ ეს იყო ნება ღვთისა და გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კრება იმ 4 ეკლესიის გარეშე.

თქვენ მკითხეთ, ვხედავ თუ არა რაიმე გამამართლებელს, რომ არ ჩამოვიდნენ კრებაზე, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ რაიმე დამარწმუნებელ მიზეზს, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წასდგა. ეს კი არ მიაგებს პატივს მართლმადიდებლობას და არც იმ 4 ეკლესიას, რომლებმაც არ სცეს პატივი მართლმადიდებლობას და არც თავიანთ ხელმოწერებს ჟენევაში. ამას განსჯის ღმერთი და ისტორია. ვფიქრობ, უნდა აღიარონ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები”,- განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ”იმედის კვირასთან” ინტერვიუში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა