თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება

თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია გაიმართება. გუშინ, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტის წევრების, ასევე, ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის შეხვედრები გამართეს, დღეს კი, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გიორგი მოსიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი; საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში აზერ კარიმლი, ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტი, ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ბალტიის ასამბლეაში აადუ მუსტი, ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ანდრე პოსტემა, სუამ-ის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი.

ყოველწლიური სესიის ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართება თემებზე: რეგიონული უსაფრთხოების საერთო მიდგომა, ერთობლივი ძალისხმევა ტრანსსასაზღვრო დანაშაულების წინააღმდეგ, მდგრადი მომავალი: განახლებად ენერგიაზე გადასვლის გამოცდილების გაზიარება.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია შემაჯამებელი დოკუმენტის მიღებით დასრულდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი