„ბირჟა მაფიას“ წევრის საქმეზე პოლიციელების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

„ბირჟა მაფიას“ წევრის გიორგი ქებურიას საქმეზე პოლიციელთა მიმართ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

როგორც გიორგი ქებურიას ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებებით დაადასტურა გიორგი ქებურიას ჩვენების სისწორე, შესაბამისად, დადასტურდა ქებურიას უდანაშაულობა და გამოძიებამ გიორგი ქებურიას გამამართლებელი მტკიცებულება მიიღო.

გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, საქმეზე პარალელურად დაწყებული იყო გამოძიება ბრალდებულების საჩივრის საფუძველზე ცალკეულ პოლიციელთა მიმართ და ეს გამოძიება გრძელდება.

„ბირჟა მაფიის” წევრის გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყდება.

8 ივნისს „ბირჟა მაფიას“ ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.

”ბირჟა მაფიას” წევრები წარდგენილ ბრალს არ იზიარებდნენ და დაკავებას მათ ახალ კლიპს უკავშირებდენ, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს