მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს, შესაძლოა, კიდევ ერთი კომპონენტი დაემატოს

მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს, შესაძლოა, კიდევ ერთი კომპონენტი დაემატოს. ამის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს. როგორც სხდომის დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, საუბარია იმაზე, თუ როგორი იყო მოსამართლის ქცევა მის მიმართ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას.

"რაც შეეხება შერჩევის წესს, ეს ცვლილებები განპირობებულია საერთო სასამართლოების სისტემის რეფორმის ფარგლებში. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომელსაც აქვს ორწლიანი სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში საბჭოს გარკვეული ვალდებულებები აქვს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ცვლილება, რომელიც დღეს განიხილება, ეხება სწორედ კანდიდატებთან დაკავშირებით საკითხს. კერძოდ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს იმ საკითხების შესწავლა, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება მიუკერძოებელი. საუბარია იმაზე, რომ ემატება ერთი კომპონონტი და ეს გახლავთ კანდიდატის მონაწილეობა სასამართლო განხილვებში, როგორც მხარედ. ანუ, როდესაც მის მიმართ არის წარმოებული ადმინისტრაციული ან სამოქალაქო საქმე, როგორი იყო მისი ქცევა ასეთი სამართალწარმოების დროს", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ სულ 8 საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ,რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 26 დეკემბრიდან დაიწყებს. მოსამართლეობის მსურველი სულ 82 კანდიდატია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა