უკრაინაში აშშ-ს საელჩომ „ოქტომბრის სასახლეში“ შეჭრის მცდელობა დაგმო

უკრაინაში აშშ-ს საელჩომ „ოქტომბრის სასახლეში“ შეჭრის მცდელობა დაგმო. საელჩოს შესაბამისი განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ მიკრობლოგში გამოქვეყნდა.

„ჩვენ ვუერთდებით კანადელი და ბრიტანელი კოლეგების განცხადებებს. საზოგადოებრივი შენობების დაკავების მცდელობები და ზარალის მიყენება - ეს მშვიდობიანი პროტესტის უფლების ბოროტად გამოყენებაა“, - განაცხადეს აშშ-ს საელჩოში.

მანამდე „ოქტომბრის სასახლესთან“ განვითარებული მოვლენები უკრაინაში კანადის ელჩმა რომან ვაშჩუკმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯუდიტ გოდმა დაგმეს.

სააკაშვილის მიერ ორგანიზებული „იმპიჩმენტის მარშის“ წევრებმა გუშინ გამართული აქციის შემდეგ „ოქტომბრის სასახლეში“ შეჭრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. ინციდენტის შედეგად უკრაინის ეროვნული გვარდიის 60 თანამშრომელი დაშავდა. ”ოქტომბრის სასახლესთან” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციამ სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა