„გოსფილმოფონდში“ დაცული 11 ქართული ფილმი საქართველოში ჩამოიტანეს

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება – თერთმეტი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება.

„კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, „თიბისი ბანკის“, „ჯი-ემ-თი ჯგუფისა“ და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მხარდაჭერით, საქართველოში, „გოსფილმოფონდში“ დაცული კიდევ თერთმეტი ქართული ფილმი ბრუნდება. ფილმების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, 18 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება“, – აცხადებენ სამინისტროში.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები გაუძღვებიან. საზეიმო ღონისძიებას კინოს სფეროს, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა