ოპერატიული სამსახურები რუსეთის სახელმწიფო დუმის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმურ შეტყობინებას ამოწმებენ

მოსკოვში, ოპერატიული სამსახურები, რუსეთის სახელმწიფო დუმის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმურ შეტყობინებას ამოწმებენ. ამის შესახებ ТАСС-ს საგანგებო სამსახურიდან წყარომ შეატყობინა.

„შემოვიდა ანონიმური შეტყობინება, თითქოს სახელმწიფო დუმის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული. შენობას ახლა კინოლოგები ამოწმებენ“, - განაცხადა წყარომ.

მისივე თქმით, შემოწმებისას შენობაში ევაკუაცია არ განხორციელებულა.

სახელმწიფო დუმაში ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმეჯერ ადრეც გავრცელდა, თუმცა საფრთხეები არ დადასტურებულა. დეკემბრის დასაწყისიდან მოყოლებული კი, ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი