ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე გამოკითხვაზე გარკვეული პირები კვლავ დაიბარონ

შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე გამოკითხვაზე გარკვეული პირები კვლავ დაიბარონ.

"ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ გამოვრიცხავთ, რომ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდეს როგორც სხვა არასრულწლოვნების გამოკითხვაზე დაბარება, ისევე ნებისმიერი იმ პირის დაბარება, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს, მინისტრის მოადგილემ განაცხადა,"გამოძიებას უნდა დაველოდოთ".

"დაველოდოთ გამოძიებას და იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა