დიმიტრი პესკოვი - „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით კრემლს ინფორმაცია არ აქვს

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ალ-ბაღდადის დაკავებასთან დაკავშირებით კრემლს ინფორმაცია არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. მე არ შემიძლია რაიმე კომენტარი გავაკეთო თურქული გაზეთის ამ პუბლიკაციაზე, არ ვიცი, რაზეა ის დაფუძნებული“, - აღნიშნა პესკოვმა.

კვირას თურქულმა გაზეთმა Yeni Safak-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადი ერაყში დაიჭირეს და ამჟამად ის სირიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ამავე გამოცემის ინფორმაციით, გარდა ”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერისა, სამხედროებმა სირიაში გადაიყვანეს ექსტერმისტული დაჯგუფების კიდევ 7 მეთაური.

იმყოფება თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი პენტაგონში არ გაკეთებულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა