ლევან დავითაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს, კონიაკის მწარმოებელი კომპანიის „პრულო“ დამფუძნებელს, რიჩარდ პრულოს და კომპანიის ექსპორტის მენეჯერს, იუჟენ ჯილეტს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული საბრენდე სპირტის ევროპის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ტრადიციაზე ვრცლად ისაუბრა და უკანასკნელ წლებში ახალი ვენახების გაშენების ზრდის ტენდენციას გაუსვა ხაზი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ დარგის განვითარების ხელშეწყობის შედეგად, საბრენდე სპირტის ექსპორტიც მზარდი დინამიკით ხასიათდება.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლის - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და ფრანგულ მხარესთან საბრენდე სპირტის ექსპორტის კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი