სემეკი ხვალ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს

სემეკი ხვალ, საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან (სემეკ) აცნობეს, საჯარო სხდომაზე დადგინდება ჰიდროელექტროსადგურების - „ჟინვალჰესის“, „ლაჯანურჰესის“, „რიონჰესის“, „ძევრულჰესის“, „გუმათჰესების კასკადის“, შაორჰესის, „ვარდნილჰესების კასკადის“, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები.

ასევე, გაგრძელდება მსჯელობა შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ და შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე.

„ამავე სხდომაზე კომისია იმსჯელებს შპს „ენერგოტრანსისთვის“, სს „საქრუსენერგოსთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფების დადგენაზე, ხოლო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ - ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენაზე. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება, რომელიც საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, – აცხადებენ კომისიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა