რუსთავში ხანძრის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

რუსთავში, მეგობრობის გამზირის მეორე გასასვლელის #3 საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, აღნიშნული კორპუსის მე-5 სადარბაზოში, პირველ სართულზე ერთოთახიან ბინაში, მცხოვრები 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, კორპუსის მე-4 და მე-5 სართულზე მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და 30 წლის ქალი კი კვამლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ.

30 წლის ქალი კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს, თუმცა, ის მალევე გარდაიცვალა, კლინიკაში მიიყვანეს კიდევ ერთი ქალი, რომელიც მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს ფანჯრიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა.

კვამლით ინტოქსიკაციით, წუხელ გვიან ღამით, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის სახლში იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით, მე-4 და მე-5 სართულებზე მცხოვრები მამაკაცისა და ქალის გარდაცვალების მიზეზი, პირველი სართულის სავენტილაციო მილიდან ზედა სართულებზე ასული კვამლი გახდა.

ხანძრის ლიკვიდაციას ოთხი ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადა აწარმოებდა. მეხანძრე-მაშველებმა და საპატრულო პოლიციამ ძლიერი დაკვამლიანების გამო, სადარბაზოში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი გათიშეს.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა